ავტორიზაცია

VIDEO: სიტიმ შინ ბრენტფორდი უპრობლემოდ დაამარცხა და მორიგი ჩემპიონობისკენ მიფრინავს

თარიღი 10 თებ 2022, 01:48

პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ შინ „ბრენტფორდი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ეტიჰედზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მე-40 წუთზე რიად მაჰრეზმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა, შეხვედრაში წერტიკი კი 69-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა დასვა და გვარდიოლას გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა გაუნაღდა.

„სიტიმ“ 60 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლივერპულს“ 12 ქულით უსწრებს, თუმცა მერსისაიდელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.