ავტორიზაცია

VIDEO: დიდებული მატჩი ლონდონში - ტოტენჰემი ორჯერ იგებდა, თუმცა სამ წუთში წააგო

თარიღი 10 თებ 2022, 01:51

პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „ტოტენჰემი“ შინ „საუთჰემპტონთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

„ტოტენჰემი“ ამ მატჩში ორჯერ იგებდა - ჯერ 1:0, შემდეგ კი 2:1, თუმცა წმინდანებმა 79-ზე და 82-ზე ორი გოლი გაიტანეს და მასპინძლებს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს.

90+3 წუთზე ბერგვაინმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.

„ტოტენჰემის“ ანგარიშზე 36 ქულა დარჩა და გუნდი მე-7 ადგილს იკავებს, „სოტონი“ კი 28 ქულით მე-13 პოზიციაზეა.