ავტორიზაცია

VIDEO: ჟირუმ აიწყვიტა - მილანმა იტალიის თასზე ლაციო გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა

თარიღი 10 თებ 2022, 01:55

იტალიის თასის მეოთხედფინალში „მილანმა“ შინ „ლაციო“ გაანადგურა.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

მატჩში დუბლით ოლივიე ჟირუ გამოირჩა, რომელმაც ორი გოლის გატანა ზედიზედ მეორედ მოახერხა „ინტერთან“ შეხვედრის შემდეგ. 

ჟირუს გარდა, „როსონერის“ რიგებში თავი რაფაელ ლეაომ და ფრენკ კესიემ გაიტანეს და მაურიციო სარის გუნდს არანაირი შანსი არ დაუტოვეს.

„მილანი“ დამაჯერებლად გავიდა ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება.