ავტორიზაცია

VIDEO: გოლი + 2 ასისტი! ფილიპე კოუტინიოს ბენეფისი ასტონ ვილას მოსაგებად მაინც არ ეყო

თარიღი 10 თებ 2022, 02:12

პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „ასტონ ვილამ“ და „ლიდსმა“ ნამდვილი გოლების წვიმა მოაწყვეს.

შეხვედრა „ვილა პარკზე“ გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.

მატჩში „ლიდსი“ მე-9 წუთზე დენ ჯეიმსის გოლით დაწინაურდა, თუმცა ბირმინგემელებმა 43-ე წუთამდე სამი გოლის გატანა მოასწრეს - ფილიპე კოუტინიომ გოლს ორი საგოლე გადაცემა მიამატა და თავისი გუნდი 2 ბურთით გაიყვანა წინ.

ტაიმის დასრულებამდე ჯეიმსმა დუბლი შეასრულა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა, 63-ზე კი დიეგო ლორენტემ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.