VIDEO: სეზონში მეორედ - ოქრიაშვილმა აპოელში გაიტანა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში პაეკისა და აპოელის მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
აპოელის შემადგენლობაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. 30-ე წუთზე 29 წლის შემტევმა პენალტი ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ოქრიაშვილი გიორგი ქვილითაიამ შეცვალა, ბუბა დაუშვილიც საქმეში მეორე ნახევრიდან ჩაერთ.
15 ტურის შემდეგ კვიპროსში აპოელს 33 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. თორნიკე ოქრიაშვილის სტატისტიკა გუნდშ შემდეგნაირია: 2 გოლი და 2 ასისტი 16 მატჩში.