ავტორიზაცია

"ჯერ ვნახოთ, გადმოვა თუ არა", - რას ფიქრობს ასენსიო რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ?

"ჯერ ვნახოთ, გადმოვა თუ არა", - რას ფიქრობს ასენსიო რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ?
თარიღი 10 თებ 2022, 13:19

"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ მადრიდულ გრანდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ან "დორტმუნდის" ფორვარდი ერლინგ ჰოლანდის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

– მბაპეს ან ჰოლანდის მოსვლა კარგი ნიშანია შენი ტიპის მოთამაშისთვის, რომელსაც ანჩელოტი 4-3-3 სქემის ტოპ ფეხბურთელად მიიჩნევს?

"მოდით ჯერ ვნახოთ, გადმოვლენ თუ არა. სეზონს დავასრულებთ და ვნახავთ. საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული და იმაზე, რაც გუნდში ახლა ხდება. "რეალში" ყოველთვის საუკეთესოები მოდიან და მზად ვარ ნებისმიერთან ერთად ვითამაშო".

– გინდა მბაპეს გადმოსვლა? მომავალ სამშაბათს ერთმანეთს დაუპირისპირდებით. გსურს, რომ მომავალ წელს შენი თანაგუნდელი გახდეს?

"საუკეთესოების გვერდით თამაში მინდა. მბაპე ის ფეხბურთელია, რომელმაც ბევრი რამ დაამტკიცა და აქ გადმოსვლის იმედი აქვს. თუ გადმობარგდება, ძალიან სასიამოვნო იქნება გასახდელის მასთან გაზიარება, შესანიშნავად შევეწყობით", - თქვა ასენსიომ El Larguero-სთან ინტერვიუში.