ავტორიზაცია

ოფიციალურად: ხერდან შაქირი ახალ კლუბში გადავიდა

ოფიციალურად: ხერდან შაქირი ახალ კლუბში გადავიდა
თარიღი 10 თებ 2022, 14:24

შვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ხერდან შაქირი MLS-ში ითამაშებს.

ფრანგულმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელის "ჩიკაგო ფაირში" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც აღინიშნება, "ლიონი" გამოცდილი შემტევის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს მიიღებს.

მოგეხსენებათ, შაქირი ფრანგულ კლუბს გასულ ზაფხულს "ლივერპულიდან" შეუერთდა და 2024 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში ხერდანმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.