ავტორიზაცია

სასწაული შედეგი — ტუხელს ჩელსის ყველა ტურნირის ფინალში გასაყვანად 379 დღე დასჭირდა!

სასწაული შედეგი — ტუხელს ჩელსის ყველა ტურნირის ფინალში გასაყვანად 379 დღე დასჭირდა!
თარიღი 10 თებ 2022, 15:26

მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელის დანიშვნის შემდეგ, "ჩელსი" იმ ყველა ტურნირის ფინალში გავიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.

ლონდონურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის თასის, ინგლისის ლიგის თასის და ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშა, გუშინ კი "ალ ჰილალი" (1:0) დაამარცხა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა.

"არისტოკრატთა" დამრიგებლის თანამდებობაზე ამ მაჩვენებლის მისაღწევად 48 წლის გერმანელ სპეციალისტს 379 დღე დასჭირდა.

ცნობისთვის, "ჩელსი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "პალმეირასს" დაუპირისპირდება, მატჩი 12 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, ტუხელს ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.