ავტორიზაცია

არც ბარსელონა და არც ატლეტიკო — ასენსიომ ლა ლიგაში რეალის მთავარი კონკურენტი დაასახელა

არც ბარსელონა და არც ატლეტიკო — ასენსიომ ლა ლიგაში რეალის მთავარი კონკურენტი დაასახელა
თარიღი 10 თებ 2022, 16:03

"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "პსჟ"-სთან გასამართ მატჩებზე ისაუბრა.

"ლა ლიგაში ჩვენი მთავარი მეტოქე "სევილიაა", ჩვენთან ყველაზე ახლოსაა. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და მდევრების ჩამოცილება ვცადოთ".

"ბარსა" კარგ შედეგებს აჩვენებს, ძლიერი ფეხბურთელები იყიდეს. "ბარსა" და "ატლეტიკო" შესანიშნავი გუნდები არიან, რომლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან კონკურენტუნარიანები, რთული მეტოქეები არიან, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავს ვუყურებთ და გვინდა დანარჩენებზე უკეთესად ვიასპარეზოთ. პირველი სეზონია, როცა ასეთი უპირატესობა გვაქვს".

"სტაბილურები ვართ, მეტოქეს ხელს უშლის ის ფაქტი, რომ ზედიზედ ამდენ მატჩს ვიგებთ. აი, რატომ არის ლა ლიგა ასეთი რთული ტურნირი. ნებისმიერ გუნდს შეუძლია ქულების წართმევა. გვინდა გავაგრძელოთ შედეგის დადება".

"პსჟ"-სთან დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. ჩინებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ "რეალი" ვართ. დარწმუნებულები ვართ, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და 1/4 ფინალში გავალთ. საკუთარი თავის გვჯერა. მოსაგებად და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭირო რაღაცებს გავაკეთებთ", - ციტირებს ასენსიოს სიტყვებს Marca.