ავტორიზაცია

"პსჟ-ში მისთვის ყველაფერი ახალია", - ანელკამ განმარტა, თუ რატომ გაუჭირდა მესის ადაპტაცია

"პსჟ-ში მისთვის ყველაფერი ახალია", - ანელკამ განმარტა, თუ რატომ გაუჭირდა მესის ადაპტაცია
თარიღი 10 Feb 2022, 17:06

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ანელკამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ თამაშს ელის "პსჟ"-ს თავდამსხმელ ლიონელ მესისგან ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გასამართ პირველ 1/8 ფინალურ მატჩში.

"მესი მთელი ცხოვრება "ბარსელონაში" იყო და ადაპტაცია გაუჭირდა, რადგან მისთვის "პსჟ"-ში ყველაფერი ახალია. ჩემი აზრით, "ბარსადან" წასვლა არ უნდოდა, მაგრამ ამის გაკეთება მოუწია, რაც ლეოსთვის რთულია".

"ჩემთვის ახალი არაფერია, მაგრამ მესი მესია და ასეთ შეხვედრებში ამტკიცებს, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვფიქრობ, "რეალის" წინააღმდეგ კარგ მატჩს ჩაატარებს", - ციტირებს ანელკას სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პარი სენ ჟერმენში" გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა.