ავტორიზაცია

ფიორენტინა ვლაჰოვიჩის შეძენას რეალს სთავაზობდა - ცნობილია მიზეზი, რის გამოც მადრიდელებმა უარი თქვეს

ფიორენტინა ვლაჰოვიჩის შეძენას რეალს სთავაზობდა - ცნობილია მიზეზი, რის გამოც მადრიდელებმა უარი თქვეს
თარიღი 10 თებ 2022, 20:31

„ფიორენტინას“ ყოფილი თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადასულიყო.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, „იების“ პრეზიდენტმა როკო კომისომ სერბი ფორვარდი მადრიდულ კლუბს შესთავაზა.

როგორც ირკვევა, „ფიორენტინამ“ „რეალს“ მაშინვე დაურეკა, როგორც კი „იუვენტუსის“ შემოთავაზება მიიღო და იმედი ჰქონდა, რომ მადრიდელები ტურინელთა შემოთავაზებას (75 მლნ ევრო) მინიმუმ გაიმეორებდნენ.

ფინანსური თვალსაზრისით „რეალს“ ამის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მათ „პსჟ-ს“ შემტევის, კილიან მბაპეს ტრანსფერზე სურთ კონცენტრირება, რომელიც გუნდში დიდი ალბათობით უფასოდ გადავა, თუმცა მისი ბონუსები და ხელფასი გუნდს ფინანსურად მაინც დაეტყობა.

საბოლოოდ ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გადაბარგდა, რომლის შემადგენლობაში უკვე გოლის გატანაც მოასწრო.