ავტორიზაცია

VIDEO: კაცნაკლულმა არსენალმა ვულვზთან გამარჯვება შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

თარიღი 11 თებ 2022, 01:43

პრემიერ ლიგის 24-ე ტურსი „არსენალმა“ სტუმრად „ვულვზი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „მოლინიუზე“ გაიმარტა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გაბრიელმა ალექსანდრ ლაკაზეტის პასით გაიტანა და არტეტას გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

„არსენალმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 39 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „ვულვზი“ კი 34 ქულით მე-8 ადგილზეა. 

69-ე წუთზე მარტინელიმ ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა დარჩენილ დროში „არსენალმა“ გამარჯვება შეინარჩუნა.