VIDEO: ენფილდს ახალი ლიდერი ჰყავს - ლივერპულმა ლესტერი დიოგუ ჟუტას დუბლით არ შეიმჩნია
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ „ლესტერი“ დაამარცხა.
შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი „ლივერპულის“ შემადგენლობაში დიოგუ ჟოტამ გაიტანა - ჯერ 35-ე წუთზე, შემდეგ კი 87-ზე.
ამ გამარჯვებით „ლივერპულმა“ 51 ქულა დააგროვა და ლიდერ „სიტისთან“ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა, თუმცა კლოპის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ლესტერი“ კი წელს საშინელ ფორმაშია და 21 მატჩის შემდეგ 26 ქულით მე-12 ადგილზეა.