ავტორიზაცია

VIDEO: იუვენტუსმა სასუოლოს 88-ე წუთზე გატანილი ავტოგოლით მოუგო და თასის ნახევარფინალში გავიდა

თარიღი 11 თებ 2022, 02:07

იტალიის თასის ¼-ფინალში „იუვენტუსმა“ შინ „სასუოლოს“ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მე-3 წუთზე პაულო დიბალამ მოახერხა ანგარიშის გახსნა, თუმცა „სასუოლომ“ 24-ზე ტრაორეს გოლით აღადგინა წონასწორობა.

გამარჯვების გოლი „იუვემ“ 88-ე წუთზე შეაგდო, როცა ბურთი კარში „სასუოლოს“ ფეხბურთელისგან შევარდა და ტურინული გუნდი ამ გოლის ხარჯზე ნახევარფინალში გავიდა.VIDEშემდეგ ეტაპზე „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ შეხვდება, რომელმაც თავის მეოთხედფინალში „ატალანტას“ 3:2 მოუგო.

მეორე ნახევარფინალში კი მილანურ დერბის ვიხილავთ - „ინტერი“ „მილანის“ წინააღმდეგ.