"ნაადრევი ფინალია", - ანელკამ რეალი - პსჟ-ს წყვილში მცირე ფავორიტი გამოკვეთა
მადრიდის „რეალის“ და „პსჟ-ს“ ექს-ფეხბურთელმა, ნიკოლა ანელკამ ამ ორი გუნდის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„რეალი“ და „პეესჟე“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 15 თებერვალს პარიზში გაიმართება, მეორე კი - 9 მარტს მადრიდში.
„ეს ნაადრევი ფინალია და აქ ყველაფერია შესაძლებელი. ორი დიდებული გუნდია, ორი ლეგენდარული კლუბი.
მცირე უპირატესობას „რეალს“ ვანიჭებ, რადგან უფრო გამოცდილია. როცა ეს გუნდი ამ სტადიამდე მოდის, ყოველთვის ძალიან ძლიერდება.
თუმცა, „პსჟ-ს“ საუცხოო ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ გუნდს საჭირო შედეგის მიღწევაში დაეხმარონ.“ - აღნიშნა ანელკამ.