ავტორიზაცია

VIDEO: ყველაფერი მესტალიაზე გადაწყდება! გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ თასის 1/2-ფინალში სტუმრად კარგ შედეგს მიაღწია

თარიღი 11 თებ 2022, 02:37

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში „ბილბაომ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც 21 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა.

შეხვედრა „სან მამესზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. 

37-ე წუთზე რაულ გარსიამ ბასკები დააწინაურა, თუმცა 65-ე წუთზე უგო დურომ ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს საპასუხო მატჩის წინ დადებითი შედეგი გაუნაღდა.

გაშვებული გოლი გიორგის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა და საერთო ჯამში მან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ერთი სეივიც განახორციელა.

შესაბამისად, ამ წყვილში ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და ფინალისტის ბედი „მესტალიაზე“ 3 მარტს გაირკვევა. 

მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს „რაიო ვალეკანო“ და „ბეტისი“ დაუპირისპირდნენ, პირველი მატჩი ანდალუსიელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ.