ავტორიზაცია

ისაკმა სასურველი გუნდი შეარჩია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

ისაკმა სასურველი გუნდი შეარჩია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 11 თებ 2022, 12:49

"ბარსელონა" "რეალ სოსიედადის" თავდამსხმელით, ალექსანდერ ისაკით არის დაინტერესებული. Diario Sport წერს, რომ 22 წლის თავდამსხმელი კატალონიელებისთვის ალტერნატიული ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი არ გადმოვა.

ისაკს ძალიან მოსწონს "ბლაუგრანა". მის კანდიდატურას რამდენიმე თვე აანალიზებდნენ და გასულ ზაფხულს მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. "ბარსამ" იცის, რომ ისაკს კლუბში ყოფნა სურს.

ფეხბურთელმა და მისმა გარემოცვამ იციან, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" სერიოზულად განიხილავენ მისი ტრანსფერის ვარიანტს. "სოსიედადთან" შვედის გამოსყიდვა 80 მილიონ ევროს მოიცავს.

მადრიდის "რეალმა" იცის, რომ ფორვარდისთვის ასეთი თანხის შოვნა რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რა პირობებშია სატრანსფერო ბაზარი. ისაკსა და "სოსიედადს" შორის ურთიერთობა კარგია, ასე რომ, თუ "ბარსა" სატრანსფერო შეთავაზებას გააკეთებს, ფეხბურთელი სავარაუდოდ წავა.