ავტორიზაცია

ვესტ ჰემის ფეხბურთელები ზუმას მიერ კატაზე ძალადობის ფაქტზე მხარს თანაგუნდელს უჭერენ

ვესტ ჰემის ფეხბურთელები ზუმას მიერ კატაზე ძალადობის ფაქტზე მხარს თანაგუნდელს უჭერენ
თარიღი 11 თებ 2022, 15:54

„ვესტ ჰემის“ მოთამაშეები ფრანგის მიერ კატაზე ძალადობის ფაქტზე, მხარს თანაგუნდელს უჭერენ.

როგორც იცით, პრესაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კურტ ზუმა თავის შინაურ ცხოველზე ძალადობს - ჯერ ფეხს ურტყამს, შემდეგ კი ხელსაც, ამ ვიდეოს კი აღწერად სიცილებიც ახლავს. 

ამის გამო, ფეხბურთელი პრობლემებში გაეხვა - დიდიე დეშამმა ის ნაკრებში არ გამოიძახა, სპონსორებმა კი მასთან თანამშრომლობა შეაჩერეს.

როგორც Daily Mail წერს, „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელები ამ სკანდალში მხარს ზუმას უჭერენ და ფიქრობენ, რომ საზოგადოების რეაქცია ზედმეტად არის გადაჭარბებული.

ცხოველთა დამცველებმა ამ ფაქტის შემდეგ კატა ზუმას სახლიდან წამოიყვანეს და ვეტერინარს მიყვანეს გასასინჯად. გამოძიების დასრულებამდე ცხოველები საქველმოქმედო ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან, გარდა ამისა, ამ ორგანიზაციამ ზუმას ოფიციალურად უჩივლა.

„ვესტ ჰემმა“ ფეხბურთელი 250 ათასი ფუნტით დააჯარიმა.