ავტორიზაცია

ერნესტო ვალვერდე ახალი სეზონიდან შესაძლოა პრემიერ ლიგის გუნდში დაინიშნოს

ერნესტო ვალვერდე ახალი სეზონიდან შესაძლოა პრემიერ ლიგის გუნდში დაინიშნოს
თარიღი 11 თებ 2022, 17:30

მომდევნო ზაფხულს „ლიდს იუნაიტედში“ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, „ფარშევანგების“ მთავარ მწვრთნელს მარსელო ბიელსას გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელი მწვრთნელით კმაყოფილია, მაგრამ ბიელსას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიელსა წასვლას გადაწყვეტს, „ლიდსს“ მის შემცვლელად სამი ვარიანტი აქვს.

პირველი და მთავარი პრეტენდენტი „ბარსელონას“ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეა, შემდეგ მოდის „ლაციოს“ ექს-თავკაცი ჯესი მარში, მესამე ადგილს კი ბიელსას ექს-ასისტენტი კარლოს კორბერანი იკავებს.

22 ტურის შემდეგ „ლიდსი“ პრემიერ ლიგაში 23 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.