ავტორიზაცია

ვინ შეცვლის რანგნიკს? — მანჩესტერ იუნაიტედის სიაში 3 უმაღლესი დონის სპეციალისტია

ვინ შეცვლის რანგნიკს? — მანჩესტერ იუნაიტედის სიაში 3 უმაღლესი დონის სპეციალისტია
თარიღი 11 თებ 2022, 19:12

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

მოგეხსენებათ, "ეშმაკუნების" ამჟამინდელი დამრიგებელი, რალფ რანგნიკი, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, მანიკუნიანელთა შორტ ლისტში ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ლუის ენრიკეა მოხვედრილი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსების აზრით, ესპანელი სპეციალისტი საჭირო ტექნიკურ თვისებებსა და გამოცდილებას ფლობს იმისათვის, რათა კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

გარდა ამისა, "ეშმაკუნების" სიაში მაურისიო პოჩეტინო ("პსჟ") და ერიკ ტენ ჰაგი ("აიაქსი") არიან.

შეგახსენებთ, ენრიკემ "ბარსელონას", სადაც 2014 წლის ზაფხულიდან 2017 წლის ზაფხულამდე მუშაობდა, 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოაგებინა.