ავტორიზაცია

მანჩესტერი ზაფხულში ტილემანსის ყიდვას გეგმავს, ლესტერმა ფასი დაასახელა

მანჩესტერი ზაფხულში ტილემანსის ყიდვას გეგმავს, ლესტერმა ფასი დაასახელა
თარიღი 11 თებ 2022, 19:28

"ლესტერის" ნახევარმცველი, იური ტილემანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

როგორც Het Nieuwsblad-ი იტყობინება, ბელგიელსა და "მელიებს" შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

გავრცელებული ცნობით, 24 წლის ფეხბურთელს იმ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას. სეზონის დასრულების შემდეგ იგი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს შეაფასებს.

ამასთანავე, Gazet van Antwerpen-ი წერს, რომ "ლესტერის" ხელმძღვანელობა ტილემანსის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში "მელიების" ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.