ავტორიზაცია

სერია ა-ს კლუბს დიეგო კოშტას დამატებას სთავაზობენ — ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია

სერია ა-ს კლუბს დიეგო კოშტას დამატებას სთავაზობენ — ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია
თარიღი 11 თებ 2022, 19:52

"ატლეტიკოსა" და "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, 33 წლის ფორვარდის დამატება "ატალანტას" შესთავაზეს, რომელსაც დუვან საპატას მძიმე ტრავმის გამო შეტევის ხაზში პრობლემები შეექმნა.

ბერგამოელები გამოცდილ ესპანელ ფეხბურთელთან, რომელმაც აქამდე "ატლეტიკო მინეიროსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად თავისუფალი აგენტია, ნახევარწლიანი ხელშეკრულების გაფორმების ვარიანტს განიხილავენ.

დიეგო კოშტამ 2021 წელს ბრაზილიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გატანილი ბურთით გამოიჩინა.

ცნობისთვის, "ატალანტა" ამჟამად სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.