ავტორიზაცია

"მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ", - ვლაჰოვიჩი იტალიის 1/2 ფინალში ფიორენტინასთან დაპირისპირებაზე

"მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ", - ვლაჰოვიჩი იტალიის 1/2 ფინალში ფიორენტინასთან დაპირისპირებაზე
თარიღი 11 თებ 2022, 23:10

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა იტალიის თასის 1/4 ფინალში "სასუოლოს" (2:1) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ნახევარფინალში "ბებერი ქალბატონის" მეტოქე 22 წლის სერბის ყოფილი კლუბი იქნება - "ფიორენტინა", საიდანაც ტურინში ამ ზამთარს 80 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

"მხოლოდ მატჩზე და გამარჯვებაზე ვფიქრობ. სხვა ყველაფერი ნამდვილად არ მაინტერესებს", - აცხადებს ვლაჰოვიჩი.

"ესეც ჩვეულებრივი მატჩია, როგორიც ყველა დანარჩენი. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს", - დასძინა დუშანმა Football Italia-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, ვლაჰოვიჩი ფლორენციული კლუბის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავდა, "იებს" იგი "პარტიზანიდან" შეუერთდა.