VIDEO: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - მესის ასისტით და მბაპეს გოლით პსჟ-მ რენი დამატებით დროში დაამარცხა
ლიგა 1-ს 24-ე ტურში „პეესჟემ“ შინ „რენს“ მოუგო.
შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი მატჩის კომპენსირებულ დროში ლეო მესის პასით კილიან მბაპემ გაიტანა და „პსჟ-ს“ მორიგი სამი ქულა მოუტანა.
პარიზელთათვის ეს უკანასკნელი მატჩი იყო „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე, რომელიც სამშაბათს, 15 თებერვალს შედგება.