ავტორიზაცია

ლაპორტას ფეკირი მოსწონს, ბეტისმა ასტონომიული ფასი დაასახელა

ლაპორტას ფეკირი მოსწონს, ბეტისმა ასტონომიული ფასი დაასახელა
თარიღი 13 თებ 2022, 02:45

„ბარსელონა“ ანდალუსიური „ბეტისის“ ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის შეძენით ინტერესდება.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ძალიან მოსწონს პირადად „ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას, რომელიც მზადაა ფეკირის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროც გაიმეტოს.

თუმცა, „ბეტისი“ თავისი გუნდის ცალსახა ლიდერს 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. 

ანდალუსიური გუნდის პოზიციებს ის ამყარებს, რომ ამ წლის 12 იანვარს ნაბილმა გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და „ბეტისის“ პოზიციები ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააძლიერა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ფეკირმა 21 მატჩში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.