მე-3 მარცხი ვალენსიასთან ერთად - ალავესმა მამარდაშვილს ორჯერ გაუტანა

ესპანური ლა ლიგის 24-ე ტურში ალავესმა საკუთარ მოედანზე ვალენსია 2-1 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომლის ბრალეულობაც არცერთ გაშვებულ გოლში არ ყოფილა
დღევანდელი დაპირისპირება გიორგი მამარდაშვილისთვის ვალენსიას მაისურით მე-9 იყო. 21 წლის კიპერი "ღამურებს" 2021 წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან შეუერთდა და მას შემდეგ ესპანელთა მაისურით ლა ლიგის საწყის 6 ტურში იდგა, თუმცა შემდეგ სკამზე გადასვეს, ახლა კი კვლავ დაიბრუნა ადგილი სასტარტო თერთმეტეულში.
24 ტურის შემდეგ 30 ქულით ვალენსია სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზეა.