ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მესამე მარცხი პრემიერ ლიგაში - ტოტენჰემი მოულოდნელად შინ დამარცხდა

თარიღი 13 თებ 2022, 21:19

პრემიერ ლიგის 25-ე ტურში „ტოტენჰემი“ შინ მოულოდნელად „ვულვზთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.

ორივე გოლი „მგლებმა“ პირველ ტაიმში გაიტანეს - მე-6 წუთზე „ვულვზი“ ხიმენესმა დააწიანურა, 18-ზე კი დენდონკერმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ტოტენჰემმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო პრემიერ ლიგაში და 36 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, „ვულვზი“ კი 37 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.