ავტორიზაცია

გადარჩენა რეალურია?! ნიუკასლმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 4 წლის მანძილზე საუკეთესო სერია გამოაცხო

გადარჩენა რეალურია?! ნიუკასლმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 4 წლის მანძილზე საუკეთესო სერია გამოაცხო
თარიღი 13 თებ 2022, 23:57

პრემიერ ლიგის 25-ე ტურში „ნიუკასლმა“ „ასტონ ვილას“ 1:0 მოუგო.

ედი ჰაუს გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. აქამდე, „კაჭკაჭებმა“ „ლიდსი“ 1:0 და „ევერტონი“ 3:1 დაამარცხეს.

ასეთი სერია „ნიუკასლს“ 2018 წლის შემდეგ არ ჰქონია, როცა გუნდს რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. მაშინ, 2018 წლის ნოემბერში, „ნიუკასლმა“ ასევე ზედიზედ სამი მატჩი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ შეხვედრაში გოლები ახალწვეულმა კირან ტრიპიერმა გაიტანა, მათ შორის, მის ანგარიშზეა დღეს გატანილი გამარჯვების გოლიც. 

ამ ზედიზედ სამი გამარჯვებით „ნიუკასლმა“ თავი გასავარდნ ზონას დააღწია და 21 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.