ავტორიზაცია

VIDEO: მნიშვნელოვანი მატჩი მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში! იუვენტუსმა ბერგამოში ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა

თარიღი 14 თებ 2022, 01:50

იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა ბერგამოში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

76-ე წუთზე „ატალანტა“ რუსლან მალინოვსკის გოლით დაწინაურდა და „იუვენტუსი“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

თუმცა, 90+1 წუთზე დიბალას პასით დანილომ მოახერხა წონასწორობის აღდგენა და „იუვეს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

განვლილ შეხვედრას ოთხეულისთვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მეოთხე ადგილისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძვის ყველაზე მეტად - 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ „იუვეს“ 46 ქულა აქვს და ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს, „ატალანტას“ კი ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 44 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.