ავტორიზაცია

VIDEO: ორი გაძევება და დრამატული დასასრული - ბარსელონა კატალონიურ დერბიში ბოლო წამებზე გადარჩა

თარიღი 14 თებ 2022, 02:00

ლა ლიგის 24-ე ტურში კატალონიურ დერბიში „ესპანიოლმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა.

შეხვედრა სტადიონ „კორნელია ელ პრატზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. 

მე-2 წუთზე „ბარსელონა“ პედრის გოლით დაწინაურდა, თუმცა ტაიმის მოგება ვერ მოახერხა - მე-40 წუთზე სერხი დარდერმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.

64-ე წუთზე რაულ დე ტომასმა მასპინძლები წინაც გაიყვანა და ანგარიში ბოლო წუთებამდე აღარ იცვლებოდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოედანზე კონფლიქტი წარმოიშვა, რის შედეგადაც არბიტრმა მოედნიდან მელამედი და „ბარსას“ მხრიდან ხერარდ პიკე გააძევა.

თუმცა, „ბარსელონა“ მარცხს მაინც გადაურჩა - 90+6 წუთზე ადამა ტრაორეს პასით ლუკ დე იონგმა მოახერხა „ბლაუგრანასთვის“ ქულის შენარჩუნება.

12 მატჩის შემდეგ „ბარსელონა“ 39 ქული თმე-4 ადგილს იკავებს, „ესპანიოლი“ კი 28 ქულით მე-13 პოზიციაზეა.