ავტორიზაცია

ლესტერის ტილემანსისთვის პრემიერ ლიგის ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძოლებს

ლესტერის ტილემანსისთვის პრემიერ ლიგის ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძოლებს
თარიღი 14 თებ 2022, 02:16

„ლესტერის“ ნახევარმცველი იური ტილემანსი პრემიერ ლიგის გუნდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

90min.com-ის ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ვესტ ჰემი“, „არსენალი“ და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან.

ცნობილია, რომ 24 წლის ტილემანსი „ლესტერთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რადგან ახალი გამოწვევების მიღება სურს.

მოქმედი ხელშეკრულება ბელგიელს „მელიებთან“ 2023 წელს ეწურება, ამიტომ მომდევნო ზაფხული „ლესტერისთვის“ მისი გაყიდვის ბოლო კარგი შანსია.

ზემოთხსენებული კლუბები მზად არიან, ზაფხულში ტილემანსის შეძენისთვის იბრძოლონ, თუ ამის შესაძლებლობა გამოჩნდება.

მიმდინარე სეზონში იურიმ ყველა ტურნირზე 28 მატჩში 7 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.