ზაფხულში ჩელსი თავის პრიორიტეტულ სამიზნეს ისევ მიუბრუნდება - ფაბრიციო რომანო
ზაფხულში ლონდონის „ჩელსი“ თავის სამიზნეს, „სევილიას“ მცველ ჟულ კუნდეს მიუბრუნდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსისთვის“ ცენტრალური მცველის შეძენა პრიორიტეტული იქნება, რადგან გუნდთან კონტრაქტი ეწურება ერთბაშად რამდენიმე მცველს: რუდიგერს, ასპილიკუეტას და კრისტენსენს.
არ არის გამორიცხული, „სტემფორდ ბრიჯზე“ სამივე მათგანი ბოლო სეზონს ატარებდეს.
გასულ ზაფხულს „ჩელსის“ მთავარი სამიზნე ჟულ კუნდე იყო, რომლის სანაცვლოდაც „სევილია“ 65-70 მილიონ ევროს ითხოვს.
მიუხედავად პრიორიტეტული ვარიანტისა, 23 წლის კუნდე „ჩელსის“ შორტ-ლისტში ერთადერთი არ არის და გუნდი მზადაა, სხვა ვარიანტებიც განიხილოს. თუმცა, პირველ რიგში მაინც ანდალუსიურ გუნდთან შეთანხმებას შეეცდება.