ავტორიზაცია

ხავი კატალონიური დერბის შემდეგ: "ბარსელონამ დაკარგა ორი ქულა, ჩვენ ვდომინირებდით"

ხავი კატალონიური დერბის შემდეგ: "ბარსელონამ დაკარგა ორი ქულა, ჩვენ ვდომინირებდით"
თარიღი 14 თებ 2022, 12:59

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ესპანიოლთან" (2:2) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ვფიქრობ, ამ შეხვედრის მოგება შეგვეძლო. გვქონდა შანსი ანგარიში 2:0 გაგვეხადა, 1:1-ის დროსაც შეგვეძლო გატანა, მეორე ბურთი კი ჩვენი შეცდომის შემდეგ გავუშვით".

"დიახ, როცა ბოლო წამებზე იტან, გეუფლება განცდა, რომ ერთი ქულა მოიპოვე. მაგრამ თუ ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, მოსაგები თამაში იყო".

"ბევრად მეტი მომენტი გვქონდა, უკეთესად ვითამაშეთ. ორი ქულა დავკარგეთ, რადგან ჩვენ ვდომინირებდით. საწყენია, რომ 2:0 ვერ გავხადეთ. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, თამაში კარდინალურად შეიცვლებოდა", - ციტირებს ხავის სიტყვებს Marca.