ავტორიზაცია

"ჩემი საქციელის გამო ბოდიშს ვიხდი", - არაუხო კატალონიურ დერბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

"ჩემი საქციელის გამო ბოდიშს ვიხდი", - არაუხო კატალონიურ დერბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ
თარიღი 14 თებ 2022, 13:42

"ბარსელონას" მცველმა, რონალდ არაუხომ ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ესპანიოლთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ თავისი საქციელის გამო მოწინააღმდეგეს ბოდიში მოუხადა.

აღნიშნული დაპირისპირების მიწურულს, ურუგვაელი "ესპანიოლის" გაძევებულ ნახევარმცველ ნიკო მელამედს წაეკამათა და ორი თითი აჩვენა, რითაც მეორე დივიზიონში გავარდნაზე მიანიშნა.

"მინდა მთელ "ესპანიოლს" მოვუხადო ბოდიში ჩემი საქციელის გამო. ყველაფერი ასეთი საკამათო დერბის დროს წარმოქმნილი დაძაბულობის გამო მოხდა".

"თავს იმ ადამიანად ვთვლი, რომელიც მოწინააღმდეგეს პატივს სცემს. სწორედ ამიტომ არ ვამაყობ იმით, რაც მოხდა", - წერს არაუხო სოციალურ ქსელში.

ამ შეხვედრის შემდეგ, "ბარსელონა" სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "ესპანიოლი" კი 28 ქულით მე-13 პოზიციაზეა.