"იმაზე დაბალანსებული მატჩი იქნება, ვიდრე ბევრს ჰგონია", - ბენიტესმა ლივერპული - ინტერის დაპირისპირებაზე ისაუბრა
„ლივერპულის“ და „ინტერის“ ექს-მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა, ამ ორი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„პროცენტული თვალსაზრისით „ლივერპულის“ შანსებს 51-ით შევაფასებდი, „ინტერის“ კი - 49. ეს უფრო დაბალანსებული მატჩი იქნება, ვიდრე ბევრს ჰგონია.
„ინტერი“ მერვედფინალში შემთხვევით არ გასულა. ამ სეზონში „ნერაძური“ დაბალანსებულად თამაშობს და თუ ასეც გააგრძელებს, იტალიის მორიგი ჩემპიონობის კარგი შანსი ექნება.
ინძაგი - კონკრეტული იდეების მქონე მწვრთნელია, ანტონიო კონტეს შეცვლა ადვილი არ იყო, რომელმაც გუნდს სკუდეტო მოუტანა, მაგრამ ინძაგიმ დიდი სამუშაო გასწია, ჰარმონია იპოვა და კარგ შედეგებსაც მიაღწია.
კლოპი? ის შესანიშნავი მწვრთნელია და მასთან კარგ ურთიერთობაში ვარ.“ - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს Football Italia.