ავტორიზაცია

"მესის, ნეიმარის და მბაპეს დონე გასაგებია", - აშრაფმა დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გააკვირვა

"მესის, ნეიმარის და მბაპეს დონე გასაგებია", - აშრაფმა დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გააკვირვა
თარიღი 14 Feb 2022, 16:13

„პეესჟეს“ მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ დაასახელა თანაგუნდელი, რომელთან თამაში და ვარჯიშიც მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

„ნორმალურია, როცა მესის, ნეიმარის ან მბაპეს დონის ფეხბურთელები გაკვირვებენ. თუმცა, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე მეტად მარკო ვერატიმ გამაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ მას აქამდეც ვიცნობდი.

მისი ყურება, მასთან ერთად ვარჯიში ნიშნავს იმას, რომ ხედავ, როგორ ინარჩუნებს ის სიმშვიდეს მუდმივი ზეწოლის მიუხედავად. როცა მარკო ბურთით არის, მისთვის მისი წართმევა შეუძლებელია.

მესის, ნეიმარის და მბაპეს დონე აშკარაა, მაგრამ ვერატის თამაშის ხილვა - ერთი სიამოვნებაა.“ - ციტირებს ჰაკიმის სიტყვებს Marca.

29 წლის ვერატიმ ამ სეზონში „პსჟ-ს“ მაისურით 20 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.