ავტორიზაცია

38 წლის პეპეს ორი თვიდან ორ წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება

38 წლის პეპეს ორი თვიდან ორ წლამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება
თარიღი 15 თებ 2022, 00:56

„პორტუს“ პორტუგალიელ მცველს, პეპეს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

„სპორტინგთან“ მატჩის (2:2) დასრულების შემდეგ, გუნდების ფეხბურთელებს და თანამშრომლებს შორის მოედანზე კონფლიქტი წარმოიშვა, რომლის დროსაც 38 წლის პეპემ „სპორტინგის“ დირექტორს ხელი გაარტყა.ამის შესახებ მსაჯმა მატჩის რეპორტში მოხსენება გააკეთა.

ლიგის დისციპლინარული რეგლამენტის თანახმად, მსგავსი საქციელის გამო ფეხბურთელს შესაძლოა 2 თვიდან 2 წლამდე დისკვალიფიკაცია მიესაჯოს.

იგივე სასჯელი ელის „სპორტინგის“ ფეხბურთლს, ბრუნო ტაბატესაც, რომელმაც „პორტუს“ დირექტორს ჰკრა ხელი.

საბოლოო განაჩენს დისციპლინარული კომიტეტი უახლოეს პერიოდში გამოიტანს.