ნაინგოლანი: "რომში დერბი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მილანში კი ორი მეგობრის თამაშს ჰგავს"

„ანტვერპენის“ ბელგიელმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, რომელიც ადრე „რომასა“ და „ინტერში“ თამაშობდა, რომაული და მილანური დერბი შეადარა.
„რომში დერბი - სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მაშინ როდესაც მილანში ეს ორი მეგობრის მატჩს ჰგავს.
რომში ხალხს დერბი რამდენიმე კვირის შემდეგაც ახსოვს. მილანში კი, მეორე დღეს ქალაქში მშვიდად გასეირნებაც შეგიძლია.“ - აღნიშნა ნაინგოლანმა.
რაჯა ნაინგოლანი „რომაში“ „კალიარიდან“ 2014 წელს 15 მლნ ევროდ გადავიდა, „ინტერში“ კი 2018-ში 38 მილიონად გადაბარგდა. თუმცა, მილანური კარიერა მას დიდად ვერ აეწყო - ის ორჯერ გადავიდა იჯარით „კალიარიში“, შემდეგ კი უფასოდ სამშობლოში, „ანტერვერპენში“ გადაბარგდა.