ავტორიზაცია

აგუერო: "როცა დავრბივარ სუნთქვა მიჭირს, ვგრძნობ, რომ გული არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა"

აგუერო: "როცა დავრბივარ სუნთქვა მიჭირს, ვგრძნობ, რომ გული არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა"
თარიღი 15 Feb 2022, 15:39

„მან სიტის“ და „ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, რომელსაც კარიერის დასრულება ჯანმრთელობის გამო მოუწია, გულის პრობლემებს დღემდე განიცდის.

„ახლა, როცა ფეხბურთის თამაშს ვცდილობ, სუნთქვა მეკვრება და ძალიან მიჭირს. ზოგჯერ საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, შევძლებ თუ არა ოდესმე სრული დატვირთვით სირბილს.

მე უბრალოდ ვგრძნობ, რომ ჩემი გული არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა.“ - ციტირებს აგუეროს სიტყვებს ჟურნალისტი მიკელ ბლაზკეზი.

შეგახსენებთ, რომ „ალავესთან“ ლა ლიგის მე-12 ტურში აგუერო ტახიკარდიამ შეაწუხა და ის შესაცვლელი გახდა. გამოკვლევამ ფეხბურთელს გულის პრობლემები დაუდგინა, რომლის გამოც მას თითქოს სამი თვე უნდა გამოეტოვებინა, შემდეგ კი გადაწყდა, რომ სჯობს კარიერა საერთოდ დაასრულოს.