"თუ დაცვას მოაგვარებს, ბაიერნიც", - მატეუსმა ჩემპიონთა ლიგის სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა

„ბაიერნის“ და გერმანიის ექს-ფეხბურთელმა, ლოთარ მატეუსმა, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
„ჩელსი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. „ბაიერნიც“, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დაცვას დაალაგებენ და ტრავმებს გაუმკლავდებიან.
„პსჟ-საც“ ექნება საქმე, თუ მათი შეტევა ამუშავდება ისე, როგორც საჭიროა.
თუ ინგლისური გუნდი უნდა ავირჩიო, მაშინ „მან სიტის“ დავასახელებ. რაღაც მომენტში, პეპ გვარდიოლამ ეს ბოლოს და ბოლოს უნდა გააკეთოს.“ - ციტირებს მატეუსის სიტყვებს Kicker.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბატალიები დღეს ოფიციალურად იწყება. პირველ სათამაშო დღეს „პსჟ“ – „რეალი“ და „სპორტინგი“ – „სიტი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.