"ხავი ბარსელონაში უშვებს იმ შეცდომას, რომელსაც დიდი მწვრთნელები არ უშვებენ ხოლმე" - ესპანეთის ნაკრების ექს-მწვრთნელი

ესპანეთს ნაკრების ექს-მწვრთნელმა, ხავიერ კლემენტემ, „ბარსელონაში“ ხავის მუშაობა შეაფასა.
„ხავის სამწვრთნელო კარიერა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.
მას უნდა, რომ ფეხბურთელებმა ითამაშონ ისე, როგორც თავის დროზე ის თამაშობდა, მაგრამ კარგი მწვრთნელები ამას არ აკეთებენ.
მან თავად უნდა თამაშოს საჭირო ფეხბურთი იმ ფეხბურთელებით, რომლებიც განკარგულებაში ჰყავს.
ის „ბარსელონაში“ „ალ სადიდან“ მოვიდა. ეს იგივეა, რომ „რეალს“ ავარჯიშებდე, მაგრამ მარტო „სეგუნდას“ გუნდებს ეთამაშებოდე.“ - აღნიშნა კლემენტემ.
ხავიმ „ბარსა" ზუსტად 100 დღის წინ ჩაიბარა, ამ პერიოდში მან „ბარსას“ სათავეში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო, 3 წააგო და 5-ჯერ ფრე ითამაშა.