ავტორიზაცია

სლუცკი: "კვარაცხელია უნდა მიეჩვიოს ფეხის ტკივილით თამაშს"

სლუცკი: "კვარაცხელია უნდა მიეჩვიოს ფეხის ტკივილით თამაშს"
თარიღი 15 თებ 2022, 20:18

ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველ გარემარბს ფეხის ტრავმა კვლავ აწუხებს.

"კვარაცხელიას მუხლი აწუხებს, რომლის გამოც მან მხოლოდ მეორე საკონტროლო მატჩში ითამაშა. ეს დაზიანება პერმანენტული ტრავმების კატეგორიას მიეკეკუთვნება.

მისი ერთ წამში მორჩენა შეუძლებელია. უამრავი ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში ტკივილის ფონზე თამაშობს. მათ სახსრებისა და მყესების პრობლემები აქვს.

ამ შემთხვევაში, ხვიჩასთვის საჭიროა, რომ ამ დისკომფორტში ყოფნას შეეჩვიოს", - განაცხადა რუსმა თავკაცმა. შეგახსენებთ, რუსეთის ჩემპიონატის განახლების შემდეგ, "თათრების" პირველი მეტოქე სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" იქნება.

აქვე დავამატებთ, რომ "წითელ-მწვანეების" ვინგერმა მიმდინარე სეზონში ჩაატარა 15 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.