ავტორიზაცია

VIDEO: გასეირნება ლისაბონში - სიტიმ სპორტინგთან გაილაღა და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა

თარიღი 16 თებ 2022, 02:12

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „სპორტინგთან“ გაილაღა.

შეხვედრა „ესტადიო ჟოზე ალვალადეზე“ გაიმართა და სტუმართა გამანადგურებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

„სიტიმ“ ყველაფერი პირველივე ტაიმში დახურა, როცა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა - თავი მაჰრეზმა, ბერნარდუ სილვამ (2) და ფილ ფოდენმა გამოიჩინეს. 

მეორე ნახევარში კი რაჰიმ სტერლინგმა ბერნარდუს პასით მეხუთე გოლიც გაიტანა და შეხვედრაში წერტილი დასვა.

შეიძლება ითქვას, „სიტიმ“ მეოთხედფინალის საგზური უკვე გაინაღდა და თავისუფლად შეუძლია ინგლისის ჩემპიონატზე გადაერთოს.