ავტორიზაცია

პსჟ-სთან საპასუხო მატჩში რეალს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გამოაკლდება

პსჟ-სთან საპასუხო მატჩში რეალს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გამოაკლდება
თარიღი 16 Feb 2022, 02:45

მადრიდის „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „პარი სენ-ჟერმენთან“ ქამბექი სჭირდება.

მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა 9 მარტს ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან უეფამ გასვლითი გოლის წესი გააუქმა და მეორე შეხვედრაში, „რეალმა“ პირობითად 2:1 რომ მოიგოს, დამატებითი დრო დაინიშნება.

თუმცა, მადრიდელების ამოცანას ამ შეხვედრაში ის ართულებს, რომ გუნდის ორი უმნიშვნელოვანესი წევრი, კაზემირო და მენდი ამ მატჩს გამოტოვებენ.

ორივე ფეხბურთელს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 3 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის გამოც ისინი „პსჟ-სთან“ „ბერნაბეუზე“ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.