ავტორიზაცია

"მესი და რონალდუც კი უძლურები არიან დროის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ლინეკერი

"მესი და რონალდუც კი უძლურები არიან დროის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ლინეკერი
თარიღი 16 Feb 2022, 11:50

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუსა და "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ლიონელ მესის თამაშზე ისაუბრა.

"ივნისში მესი 35 წლის გახდა, რონალდუ 37 წლის გახდა. ჩვენ ალბათ მოლოდინი უნდა შევამციროთ. ისინი ჯერ კიდევ დიდ საქმეებს აკეთებენ, მაგრამ ფეხბურთის ღმერთებიც კი ვერ ახერხებენ იმას, რომ დროს სამუდამოდ გაუსწრონ", - წერს ინგლისელი.

გარიმ ტვიტერს უპასუხა: "მე მიყვარს მესი და რონალდუ, მაგრამ ორივე ისე გამოიყურება, თითქოს სასოწარკვეთილი რაღაცის გაკეთებას ცდილობენ", - წერს ინგლისელი.

დღეს მესიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში მადრიდის "რეალთან" (1:0) პენალტი ვერ გამოიყენა, რონალდუმ კი "ბრაიტონთან" ულამაზესი გოლი გაიტანა (2:0).