ავტორიზაცია

"ლოჩოშვილის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს", - ვოლფსბერგის პრეზიდენტი

"ლოჩოშვილის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს", - ვოლფსბერგის პრეზიდენტი
თარიღი 16 თებ 2022, 15:01

"ვოლფსბერგის" პრეზიდენტმა, დიტმარ რიგლერმა Krone თავისი კლუბის შედეგებსა და ფეხბურთელებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ავსტრიული გუნდის რიგებში ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს.

"ვინმეს ამ სეზონის წინ რომ ეთქვა, ვერ დავიჯერებდი. თუ ჩემპიონები გავხდებით, კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფეხბურთელები არანაირ ზეწოლას არ განიცდიან.

რამდენიმე მოთამაშესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების გეგმა შედგენილია, მათ შორის ლოჩოშვილთანაც", - განაცხადა ავსტრიელმა ფუნქციონერმა ქართველის შესახებ.

შეგახსენებთ, მეორეადგილოსანი "მგლები" ლიდერ "ზალცბურგს" ჩამორჩევიან 14 ქულით, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან რამდენიმე ტურის შემდეგ, ავსტრიის ბუნდესლიგა დაიყოფა 6-ეულებად და ქულათა სხვაობაც შეიცვლება.

"თეთრ-შავების" საკუთრებაში აგრეთვე იმყოფება გურამ გიორბელიძეც, თუმცა ის განათხოვრების წესით დრეზდენის "დინამოში" გადავიდა. "ლავანტალ-არენას" ბინადრების შემდეგ, ცხრილში ოთარ კიტეიშვილის "შტურმ გრაცია".