ავტორიზაცია

"მცველის საუკეთესო პერფომანსი იყო, რომელიც მინახავს", - კროოსმა მუნდიალის ფინალი გაიხსენა

"მცველის საუკეთესო პერფომანსი იყო, რომელიც მინახავს", - კროოსმა მუნდიალის ფინალი გაიხსენა
თარიღი 16 თებ 2022, 23:05

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, თავისი თანამემამულის, ჯერომ ბოატენგის 2014 წლის მუნდიალის ფინალში ნაჩვენები თამაში გაიხსენა.

შეხვედრა ძირითად დროში ფრედ 0:0 დასრულდა, დამატებითში კი მარიო გიოტცეს გოლმა გერმანიის ნაკრებს ისტორიაში მეოთხედ მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.

„ბოატენგმა ფინალში გასაოცარი თამაში აჩვენა. არგენტინის ნაკრებს შეტევაში კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ, მაგრამ დღემდე მახსოვს, თავს როგორ იცავდა.

ალბათ, ეს იყო მცველის მიერ ნათამაშები საუკეთესო თამაში, რომელიც ცოცხლად ვიხილე, მოედანზე ყოფნისას.“ - აღნიშნა კროოსმა თავის ძმა ფელიქსთან ერთად პოდკასტზე ყოფნისას.