ავტორიზაცია

VIDEO: ყველაფერი მიუნხენში გაირკვევა - ბაიერნი ზალცბურგთან მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა

თარიღი 17 თებ 2022, 01:54

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბაიერნმა“ სტუმრად ავსტრიულ „ზალცბურგს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „რედ ბულ არენაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს - 21-ე წუთზე იძულებითი ცვლილების გამო მოედანზე შემოსულმა ადამუმ მოახერხა „ზალცბურგის“ დაწინაურება.

ანგარიში საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად „ბაიერნი“ გათანაბრებას დიდხანს ვერ ახერხებდა და წონასწორობა მხოლოდ 90-ე წუთზე კინგსლი კომანის გოლით აღადგინა.

ამრიგად, გუნდები ფრეზე მორიგდნენ და ყველაფერი მარტში, მიუნხენში გაირკვევა.