ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია ვანდაზე - ატლეტიკო მადრიდმა მოულოდნელად ლევანტესთან წააგო

თარიღი 17 თებ 2022, 01:59

ლა ლიგის 21-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში „ატლეტიკო მადრიდი“ შინ სენსაციურად „ლევანტესთან“ დამარცხდა.

მატჩი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და ვალენსიური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ხორხე მელერომ გაიტანა და „ატლეტიკოს“ სენსაციური მარცხი აგემა.

„ატლეტიკოს“ 39 ქულა დარჩა და გუნდი მე-5 ადგილს ინარჩუნებს, თუმცა „სოსიედადს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეიძლება სიმეონეს გუნდს ცხრილში გადაასწროს.