მბაპეს ეფექტი: მომენტი, როცა რეალზე უარის თქმას მთელი საამირო გაიძულებს
"პსჟ" არ წყვეტს მცდელობებს შეინარჩუნოს გუნდში თავდამსხმელი, კილიან მბაპე. სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ყატარის ემირის, ტამიმ ბინ ჰამად ალ თანის დაახლოებული ადამიანები შეხვდნენ ფრანგის ოჯახს.
ეს ყველაფერი იმისთვის, რათა განეხილათ მისი კონტრაქტის გახანგრძლივება, იტყობინება El Chiringuito. RMC Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის დიალოგი დიდი ხანია მიმდინარეობს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები მბაპესთან მოკლევადიანი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. კლუბის მიზანი ჯერჯერობით სწორედ ეს არის.
მანამდე არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მბაპე მადრიდის "რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლასთან ახლოსაა, ცხადია, 2022 წლის ზაფხულში.